ახალი ამბები

ლიეტუვამ კობახიძის ჩათვლით 17 პირი დაასანქცირა

15 დეკემბერი, 2024 •
ლიეტუვამ კობახიძის ჩათვლით 17 პირი დაასანქცირა

ლიეტუვამ საქართველოში „ოცნების“ 17 პოლიტიკოსი დაასანქცირა, მათგან ერთ-ერთი კი ირაკლი კობახიძეა. ამის შესახებ X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი წერს.

„ლიეტუვა ქართველი ხალხისა და მათი ევროპული ოცნების გვერდით დგას. ესტონეთთან კოორდინირებით, ჩვენ განვავრცეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია და მას კიდევ 17 პირი დავუმატეთ, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.

ჩვენ არ შევეგუებით ძალადობასა და რეპრესიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ. დროა, ევროკავშირი ერთობლივად მოქმედების საფეხურზე გადავიდეს!“, — წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ სანქცირებულთა სია გაზარდა ესტონეთმაც და კიდევ 14 მაღალჩინოსნის მიმართ მიიღო ზომები. ირაკლი კობახიძე ესტონეთის ახალ სიაშიც ერთ-ერთია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი