ახალი ამბები

სპეცრაზმმა პარლამენტთან წყლის ჭავლის გამოყენება  დაიწყო

1 დეკემბერი, 2024 •
სპეცრაზმმა პარლამენტთან წყლის ჭავლის გამოყენება  დაიწყო

თბილისში, პარლამენტთან  მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლას ცდილობს სპეცრაზმი. მოქალაქეები “ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე. 

საპროტესტო აქციები თბილისის სხვადასხბა ადგილას მიმდინარეობს – პარლამენტთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან. 

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე ძალოვანებმა აქციის დაშლა 21.00 საათზე დაიწყეს – გამოიყენეს წყლის ჭავლი, არიან დაშავებულები. 

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც. სპეცრაზმი აქციის დაშლას ცდილობს ბათუმშიც, სადაც აქცია სასამართლოს შენობასთან იმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი