პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სასტიკი თავდასხმები ხალხსა და მედიაზე რუსული რეპრესიების სტილში ხდება.
„კვლავ მოწმენი ვართ ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი და არაპროპორციული თავდასხმების, რომლებიც ჰგავს რუსული სტილის რეპრესიებს. ამ ქმედებებს არ ვაპატიებთ! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებლებმა უნდა აგონ პასუხი“, – წერს იგი.