საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მიმართვას აქვეყნებს.
იხილეთ სრული ტექსტი:
„ძალიან მაგარი არის საქართველო და მისი საზოგადოება. ჩანს – არავინაა მზად, შეეგუოს გარუსებულ, კონსიტუცია წართმეულ საქართველოს, არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოში. ამიტომ ხართ ბევრნი გამოსულნი. გიყურებთ.
გიყურებთ რუსთაველზე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში – ბათუმი, ქუთაისი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი. ეს არნახულია, რომ ერთდროულად და სპონტანურად გამოდიოდენ საქართველოს მოქალაქეები ამ ფორმით, უაღრესად მშვიდობიანად.
მინდა მივმართო სამართალდამცავებს. ვიცი, რომ საპატრულო პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია და მინდა მადლობა ვუთხრათ. დანარჩენებს მინდა მგმართო – არ აწიოთ ხელი მოქალაქეებზე. თავი შეიკავეთ. არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც მოითხოვს თქვენს ჩართულობას და დარბევას. პასუხისმგებლობა არის მხოლოდ თქვენი და თქვენი უფროსების. იმათმაც ამაზე იფიქრონ.
ასევე მინდა მივმართო მათ, ვინც სოლიდარობით გამოდიან. ჩვენი თანამოქალაქეები, დიასპორის წევრები, რომლებიც გამოდიან ბერლინში, პოზნანში, პარიზში, ბრიუსელში, სტრასბურგში, ვაშიგტონში. ეს ძალიან დიდი მოძრაობაა, რომელიც მოითხოვს, რომ ჩვენი საგარეო უწყება და დიპლომატიური კორპუსი გახდეს ამ პროცესის თანამონაწილე. იგი ხდება, ნელ-ნელა. პროტესტსაც აქვს თავისი შედეგი. ვნახეთ, რომ საგარეო სამინისტროს 154 თანამშრომელი გაემიჯნა ჩვენ ახალ, პრო-რუსულ პოლიტიკას და გამოხატა პროტესტი ხელმოწერებით.
ასევე, ერთი ჩვენი ელჩი გადადგა. სხვებმა, ხუთ სხვა ქალაქში, გამოხატეს თავიანთი პროტესტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ევროკავშირის დედაქალაქებში, სადაც ისინი უნდა წარმოადგენდნენ საქართველოს ევროპულ მომავალს, არა შეჩერებულ ევროინტეგრაციის პროცესს.
თავდაცვის სამინისტროში 40-ზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა პროტესტს და განაცხადი გააკეთა. ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს. იმიტომ, რომ, ვიცი და ვგულშემატკივრობ იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება ჩვენი ჯარი, როცა მას ეუბნებიან, რომ ჩვენი პარტნიორები სანდონი არ არიან, როცა შეურაცხყოფას აყენებენ პარტნიორებს. ეს მათთვის კიდევ უფრო მეტადაა მიუღებელი.
რაც შეეხება განათლების სფეროს, იქ 450-ზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა პროტესტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
17 მოსამართლე და 2 რაიონული სასამართლოს მოსამართლე – ყველანი გაემიჯნნენ ამ პრორუსულ პოლიტიკას. სერვისების განვითარების სააგენტოდან – 100-ზე მეტი თანამშრომელი. საკონსტიტუციო სასამართლოს 16 თანამშრომელი. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 42 თანამშრომელი.
თსუ-ს სენატის ცხრა წევრი. ეს ძალიან დიდი მოძრაობაა, რომელიც დაწყებულია – საჯარო სექტორში. იგი ნელ-ნელა მოიცავს მთლიანად საქართველოს. ეს ნიშნავს, რომ იქ, სადაც ყველაზე უფრო ემსახურებიან სახელმწიფოს და საქართველოს მომავალსა და ინტერესებს, იქ ეს პროტესტი გაჩნდა და აღარ გაჩერდება. აქ ლაპარაკი არაა იმაზე, რომ ადამიანები, ვინც იქ მუშაობს, უნდა მაინც და მაინც გადადგდნენ. უნდა დარჩნენ და ხვალაც ემსახურონ ქვეყანასა და სახელმწიფოს, მაგრამ უნდა გამოთქვან პროტესტი.
დღეს შევხვდი რამდენიმე არასამთავრობოს. ყველა, ვინც ამ პროტესტის გამო იქნება რამენაირად დასჯილი, ისინი იქნებიან დაცული.
ასევე, დროებით შეჩერდა სწავლის პროცესი რამდენიმე კერძო უნივერსიტეტში. მინდა ვახსენო, ეს ძალიან საყურადღებოა, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ 43 ადმაიანია დაკავებული. ისინი არ გვავიწყდება. მათი ბედი ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაა ეს. მეც ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას.
მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან დიდი აქცია, რომელიც მოიცავს მთელ ქვეყანას. ძალიან დიდი პროტესტი. ყველანი ვართ ერთგული ამ პროტესტის. ერთად ვართ ყველანი. შემიძლია დღეს ვთქვა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა თქვენს მიერაა დაწყებული, სპონტანტური. მშვიდობიანი და კონსტიტუციური წინააღმდეგობის მოძრაობა. მთლიანად თქვენს გვერდით ვარ. ყველანი ერთად ვართ, სანამ საქართველო არ დაუბრუნდება ევროპულ გზას, მიაღწევს ახალ არჩევნებს“.