ახალი ამბები

„ოცნებას სურს, საქართველო რუსეთისკენ წაიყვანოს“ – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

29 ნოემბერი, 2024 •
„ოცნებას სურს, საქართველო რუსეთისკენ წაიყვანოს“ – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ამბობს, რომ მმართველ პარტიას სურს, საქართველო ევროკავშირის ნაცვლად რუსეთისკენ წაიყვანოს.

„საქართველოს მმართველი პარტიის გუშინდელი გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რის შესახებაც ვაფრთხილებდით მათი მმართველობისას – ოცნების მიზანია, ტყუილით და დაშინებით მოიპოვოს ქვეყნის კონტროლი და ევროკავშირის ნაცვლად, საქართველო რუსეთისკენ წაიყვანოს. გუშინდელი გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ფორმალური დასრულება იყო.

ეს გადაწყვეტილება ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტიამ მოატყუა ქართველი ხალხი, მათ შორის მათივე მხარდამჭერები, რომლებსაც სჯეროდათ და იმედი ჰქონდათ, რომ ოცნების პირობებში ქვეყანა ევროკავშირისკენ წავიდოდა“, – აცხადებს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი