ახალი ამბები

TV პირველის ინფორმაციით, მათ ოპერატორს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

29 ნოემბერი, 2024 •
TV პირველის ინფორმაციით, მათ ოპერატორს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

TV პირველის ინფორმაციით, სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელევიზიის გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის ოპერატორს, გიორგი შეწირულს.

ტელევიზიის ინფორმაციით, მას სპეცრაზმელები იმ დროს დაესხნენ თავს, როცა მოქალაქეებზე ძალადობის კადრებს იღებდა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

ცოტა ხნით ადრე დაშავდა ტელევიზიის კიდევ ერთი ოპერატორი, ნიკა კოკაია. მას თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს.

გაურკვეველ ნივთიერება შეასხეს თვალებში TV პირველის ჟურნალისტს, ანა მდივანსაც. გარდა ამისა,  თვალში   დამიზნებით  შეასხეს წიწაკის სპრეი ამავე ტელევიზიის კიდევ ერთ ჯგუფს – ნანუკა ქაჯაიასა და მის ოპერატორს.

აქციაზე დაშავდა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი, გივი ავალიანი. ასევე, OC მედიას ჟურნალისტი, მარიამ ნიკურაძეც.

ამავე თემაზე:


დღეს, 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.

კობახიძის ბრიფინგის შემდეგ მოქალაქეები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. მოქალაქეები თავდაპირელად თვითდინებით შეიკრიბნენ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, შემდეგ კი გადმოინაცვლე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც – ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, გორში.

მასალების გადაბეჭდვის წესი