ახალი ამბები

„რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს?“ – ზურაბიშვილი სპეცრაზმელებს ესაუბრება

28 ნოემბერი, 2024 •
„რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს?“ – ზურაბიშვილი სპეცრაზმელებს ესაუბრება

აქციაზე მისული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სპეცრაზმელებთან გასაუბრებას ცდილობს.

„თქვენი მოვალეობა არაა, დაშალოთ ხალხი. რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? მაინტერესებს პასუხი. პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენს მომავალზე არ ფიქრობთ? არც ქვეყნის, არც შვილების? არც თქვენს წინაპრებზე. მოგიწოდებთ მთავარსარდალი, სანამ რუსი პრეზიდენტი არ გეყოლებათ. რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას?“, – უთხრა მან სპეცრაზმელებს.

პასუხი სპეცრაზმელებს არ გაუციათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი