ახალი ამბები

პრეზიდენტი ხსნის, რატომ არ ჰგავს დღევანდელი ვითარება 2020-ს

22 ნოემბერი, 2024 •
პრეზიდენტი ხსნის, რატომ არ ჰგავს დღევანდელი ვითარება 2020-ს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგების არაღიარების მხრივ ახლანდელი ვითარება არ ჰგავს იმას, რაც 2020-ის არჩევნების შემდეგ მოხდა, როცა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და თავდაპირველად, უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ პარტიები არ შევლენ პარლამენტში. უაზროა შედარებები 2020-სთან, იქ სულ სხვა რამე იყო, იქ არ იდგა ევროპული მომავლის საკითხი. არ იყო განცდა, რომ ქვეყანა მიდის სხვა მიმართულებით. განცდა, რომ არჩევნები მოიპარეს, ეს განცდა არ არსებობდა. ძალიან განსხვავებული სიტუაციაა დღეს. ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში“, – თქვა პრეზიდენტმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, მთავარია პარტიები პარლამენტში არ შევიდნენ და „ოცნება“ მარტო დატოვონ, ხოლო ამას როგორ გააკეთებენ – ნაკლებად მნიშვნელოვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი