ახალი ამბები

საიას ცნობით, დაკავებულია სულ მცირე 12 ადამიანი

19 ნოემბერი, 2024 •
საიას ცნობით, დაკავებულია სულ მცირე 12 ადამიანი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე 12 დაკავებულის შესახებ შევიდა ინფორმაცია.

„ადვოკატები მათი ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ, არავის დავტოვებთ ადვოკატის დახმარების გარეშე“, — წერს ქურდოვანიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელი ხაზის ნომერია: 577070563.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ავრცელებს ინფორმაციას დაკავებულების რაოდენობის შესახებ.

პოლიციამ გამთენიისას ძალის გამოყენებით დაშალა თსუ-სთან, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ აპირებდნენ აქციის დაშლას და მომიტინგეებს 15-წუთიან ვადას აძლევდნენ ჭავჭავაძის დასაცლელად.

პოლიცია ძალის გამოყენებით შლის და არბევს ჭავჭავაძესა და მელიქიშვილზე შეკრებილ მომიტინგეებს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი