საზოგადოება

პოლიცია ძალის გამოყენებით შლის და არბევს ჭავჭავაძესა და მელიქიშვილზე შეკრებილ მომიტინგეებს [ვიდეო]

19 ნოემბერი, 2024 •
პოლიცია ძალის გამოყენებით შლის და არბევს ჭავჭავაძესა და მელიქიშვილზე შეკრებილ მომიტინგეებს [ვიდეო]

გამთენიისას პოლიციამ  ძალის გამოყენებით დაშალა თსუ-სთან, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. მანამდე პოლიციამ ფეისბუკზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ აპირებდნენ აქციის დაშლას და მომიტინგეებს 15-წუთიან ვადას აძლევდნენ ჭავჭავაძის დასაცლელად.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ მოიცავს ავტოსაგზაო მოძრაობისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის მიზანმიმართული შეფერხების უფლებას. საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ შეკრების მონაწილეებს საკმარისად მიეცათ დრო, რათა გამოეხატათ საკუთარი აზრი და დაეფიქსირებინათ პროტესტი”, – განაცხადა შსს-მ.

დაშლის შემდეგ მომიტინგეებმა მელიქიშვილის მხარეს გადაინაცვლეს, სადაც ამჟამად პროტესტის მონაწილეები გროვდებიან ფილარმონიის მხრიდან. თუმცა პოლიციელები ჭავჭავაძიდან მელიქიშვილისკენ გადადიან და მომიტინგეებს აკავებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი