ახალი ამბები

თბილისში, სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციის აქცია იმართება

5 ნოემბერი, 2024 •
თბილისში, სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციის აქცია იმართება

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. დღეს სასამართლოს უნდა განეხილა საარჩევნო სარჩელები, თუმცა სხდომა ხვალამდე გადაიდო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ამ წუთბში აქციის მონაწილეები სასამართლოდან მსვლელობით დაიძრნენ. მამუკა ხაზარაძის განცხადებით,  პროტესტი ხვალ, 11 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან განახლდება.

არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის საქმესთან დაკავშირებით საია-ს სააპელაციო საჩივრები გაერთიანდა – ქუთაისში სასამართლო პროცესი დღეს, 5 ნოემბერს გაიმართება, თბილისში კი- 6 ნოემბერს.


აქამდე ცნობილი იყო, რომ  5 ნოემბერს, სხვადასხვა დროს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში უნდა განხილულიყო საია-ს საჩივრები ბათუმისა და ქობულეთის, ხონის, ვანისა და სამტრედიის, საჩხერისა და ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ, რომლებიც რაიონულმა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს.

საია-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ფარულობის დარღვევის საქმეების განხილვის განრიგი მოულოდნელად შეიცვალა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაერთიანებული საქმის განხილვა 16:00 საათზე დაიწყება.

ასევე, გაერთიანდა საია-ს ოთხი საარჩევნო დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და სხდომა ხვალ, 16:00 საათზე დაინიშნა.

სააპელაციო სასამართლომ საია-ს საარჩევნო საჩივრები გააერთიანა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი