„ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დაკავებულია 5 „ევროპული ხმის მცველი“.
ვაშაძე მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
„ისინი ახლა უკვე გადავიდნენ დაკავებებზე, 5 ადამიანი ევროპული ხმის მცველები, არიან დაკავებულები, აბსოლუტურად უკანონოდ. დაუყონებლივ მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას, ეს არის ტოტალურად უკანონო ქმედება“, – ამბობს ვაშაძე.
როგორც კოალიციის პრესსამსახურში „ნეტგაზეთში“ განუმარტეს, დამკვირვებლები პოლიციამ დააკავა დღის საათებში, ისანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირებისას. შსს-ში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ.