პარტიის „საქართველოსთვის“ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს, დღეს, 23 ოქტომბერს, მეტროში თავს დაესხნენ. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.

„ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს სულ ახლახან თავს დაესხა 20 ადამიანი, მეტროსადგურზე. ზუსტად მას შემდეგ, რაც ივანიშვილი ჩვენი პარტიის ლიდერებს დაემუქრა! ასე გამოიყურება “ოცნების” მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო“, – წერს იგი.

„ნეტგაზეთი“ დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს – მასალა განახლდება.