17 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც სამთავრობო იუთუბ არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მოწმობების მოქმედების გახანგრძლივების შესახებ.
მიღებული გადაწყვეტილებით, მოწმობების მოქმედების ვადა კიდევ ერთი წლით გაგრძელდა შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით.
ყარაბაღის პასპორტი კოდით 070 და დროებითი დაცვის მოწმობა, სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალაშია სომხეთში შესვლისა და გასვლისას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთად გამოიყენება.
2023 წლის 7 ოქტომბრისთვის სომხეთში მთიანი ყარაბაღიდან 100 632 იძულებით გადაადგილებული პირი ჩავიდა. ყარაბაღელი უფლებადამცველების თქმით, 2023 წლის 14 ოქტომბრისთვის რეგიონში 40-ზე მეტი მოსახლე არ იყო დარჩენილი, ხოლო 2024 წლის სექტემბრისთვის მხოლოდ 14 სომეხი იყო დარჩენილი.
საომარი მოქმედებების წლისთავზე ყარაბაღის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია, როდესაც მათი დასახლებები ცეცხლის ქვეშ მოექცა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების ძალები შევიდნენ.