ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, დაშავდა 3 ადამიანი

15 ოქტომბერი, 2024 •
თბილისში სასწრაფო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, დაშავდა 3 ადამიანი

თბილისში, ყაზბეგისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე, სასწრაფო დახმარების მანქანა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: თამარ მირიანაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი