ახალი ამბები

პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

15 ოქტომბერი, 2024 •
პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 9 სრულად გათავისუფლდა პატიმრობიდან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე ერთ პირობით მსჯავრდებულს, რომელიც პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან სრულად გათავისუფლდა .

მასალების გადაბეჭდვის წესი