ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ გამთენიისას ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში მდებარე პარტიის ოფისი დაარბიეს. ისინი პასუხისმგებლობა მმართველ, “ქართულ ოცნებას” აკისრებენ.
პარტიის წევრის, ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, ოფისში “ჩამტვრეულია შუშები, შემოყარეს საღებავები, ბოთლები”.
პარტიის ცნობით, დარბეული ოფისის წინ მდებარეობს სკვერი, სადაც დამონტაჟებულია ვიდეო-კამერები. შესაბამისად სურვილის შემთხვევაში პოლიციას ამ საქმის გამოძიება მარტივად შეუძლია.
მიმდინარე წლის გაზაფხულისა და ზაფხულის განმავლობაში, როდესაც “ქართული ოცნება” ევროინტეგრაციის პროცესის შემჩერებელ რუსულ კანონს იღებდა, არაერთი ოფისი დაარბიეს და აქტივისტი სცემეს. მათ შორის ძალადობრივად დაარბიეს ენმ-ს ცენტრალური ოფისიც, რომელიც აეროპორტის გზაზე მდებარეობს, თუმცა ამ საქმეებზე არავინ დაუკავებიათ.