ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა 17,1 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

2 ივნისი, 2023 • 1169
ეროვნულმა ბანკმა 17,1 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, სავალუტო აუქციონზე 17 100 000 აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ის თქმით, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდათ გამოტანილი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6330 ლარი შეადგინა.

ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით უმნიშვნელოდ გამყარდა. კერძოდ, 1 აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.6335 ლარია, რაც წინა დღის ოფიციალურ კურსზე 0.0061 ლარით ნაკლებია.

ამასთან, ეროვნული ვალუტა ოფიციალური კურსით მცირედით გაუფასურდა ევროსთან. 1 ევროს ღირებულება ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 2.8376 ლარია, რაც წინა დღის კურსზე 0.0098 ლარით მეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი