ახალი ამბები

შეზღუდული საჩუქარი

21 ოქტომბერი, 2010 • • 967
შეზღუდული საჩუქარი

ნეტგაზეთს, ჩვენს გვერდზე განთავსებულ მასალასთან დკავშირებით, მკითხველი დაუკავშირდა. იგი ბილაინის აბონენტია და ვერ ახერხებს უფასო წუთების მიღებას, რომელსაც კომპანია დაპირდა.

20 ოქტომბერს ბილაინმა გაავრცელა განცხადება, რომ ყველა აბონენტი შიდა ქსელებში სასაუბროდ საჩუქრად 60 წუთს მიიღებს. ბილაინმა ბოდიში ამ ფორმით მოიხადა, ქსელის ერთდღიანი შეფერხებული მუშაობის გამო.

ჩვენ დავუკავშირდით კომპანიის აბონენტთა მომსახურების ცენტრს, სადაც გვითხრეს, რომ მხოლოდ მესიჯის მისვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი, ნომერზე 111 დარეკვით, 60 უფასო წუთის მიღება. განგვიმარტეს, რომ მესიჯები, საჩუქრის მიღების შეტყობინებით, ყველა აბონენტთან აუცილებლად მივა. 

ბილაინისგან საჩუქრად უფასო წუთებს ვერ მიიღებენ ის ადამიანები, რომლებსაც მობილური ტელეფონი ცალმხრივად აქვთ გათიშული.

“გამორთულ ნომერზე მომსახურება შეუძლებელია”, იტყობინება ბილაინის ავტომატური სმს ნომერი, ვინც უფასო წუთების გააქტიურებას ცდილობს ცალმხრივად ჩართული ტელეფონით.

ამავე თემაზე:

ბილაინის ქსელის აბონენტებთან დაკავშირება ვერ ხერხდება

ბილაინი აბონენტებს ბოდიშს უხდის

მასალების გადაბეჭდვის წესი