ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე წერს.

მიშელის თქმით, მათი შეხვედრა „საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში“ შედგა.

„როგორც კანდიდატ ქვეყანას, საქართველოს სჭირდება რეფორმების გაღრმავება – ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად.

რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ქვაკუთხედია.

საქართველოს მომავალზე გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში და ქართველი ხალხის მიერ შეიძლება იყოს მიღებული“, – წერს მიშელი.

დღეს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მის გარდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსაც ხვდება.