ახალი ამბები

სროლა თელ-ავივში – დაღუპულია რამდენიმე ადამიანი

1 ოქტომბერი, 2024 •
სროლა თელ-ავივში – დაღუპულია რამდენიმე ადამიანი

ისრაელში, ქალაქ თელ-ავივის სამხრეთ ნაწილში, სროლა იყო, იტყობინება „როიტერსი“.

გამოცემის ცნობით, სროლა ორმა პირმა მოაწყო.

სროლის შედეგად ათამდე ადამიანია დაშავებული, რამდენიმე კი დაიღუპა, აღნიშნავს „თაიმზ ოფ ისრაელ“.

პოლიცია არ გამორიცხავს, რომ სროლა ტერორისტული აქტი იყოს.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი