ახალი ამბები

2011 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები

20 ოქტომბერი, 2010 • • 1034
2011 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები

2011 წლის ბიუჯეტში მთავარ პრიორიტეტებად სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და განათლების რეფორმები რჩება. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

ბაინდურაშვილის განცხადებით, 2011 წელს 4-ჯერ გაიზრდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება და ეს თანხა, ძირითადად, პროექტების განხორციელებას მოხმარდება. 

მინისტრის თქმით,  ბიუჯეტში 2 საგზაო პროექტისთვისაც არის გათვალისწინებული თანხები – ზესტაფონი-სამტრედიის ავტობანისა და ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მოსაწყობად. ასევე დაგეგმილია  ქვეყნის მასშტაბით სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტები. 

მომავალი წლის ბიუჯეტში განათლების რეფორმისათვის თანხა 16 მილიონით იზრდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი