კოალიციის „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, რომელიც მას გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებებზე წარმოადგენდა, ამბობს, რომ კვლავ მზად არის, ხელი მოაწეროს გაერთიანების შეთანხმებას. ხაზარაძე ასევე ასაჯაროებს გაერთიანებაზე დოკუმენტის იმ პუნქტებს, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ.
ხაზარაძე წუხს, რომ შეთანხმება არ შედგა და ამბობს, რომ გიორგი გახარიამ მიზეზად კოალიციის ერთ-ერთი წევრის, ლევან ცუცქირიძის ინტერვიუ დაასახელა, სადაც უკანასკნელი ამბობდა, რომ არ იქნებოდა ცუდი მოლაპარაკებებზე კოალიციის ოთხივე წევრის მიწვევა. ხაზარაძე ხაზს უსვამს, რომ კოალიციის თანხმობა ჰქონდა და გახარიას მიზეზს „არასერიოზულს“ უწოდებს.
„მე ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას. გახარიას კი ამ შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
მისივე თქმით, მან და გახარიამ შემდეგ რაღაცებზე მოახერხეს შეთანხმება:
- „გეგმის მიხედვით, ჩვენ გავერთიანდებოდით ნომერი 9-ის ქვეშ“;
- „დავდებდით პირობას, რომ არასდროს შევუწყობდით ხელს „ქართული ოცნების” მთავრობის შექმნას“;
- „დავასრულებდით ანაკლიის პორტის პროექტს დასავლური ინვესტიციებით“;
- „ამ ახალი გაერთიანების მართვა ასევე მოხდებოდა სრული პარიტეტით“;