საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყალბი დიპლომების დამზადებაში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს.

ქალაქ მარნეულში მდებარე ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის რექტორი ნიკოლოზ იობაშვილი და ამავე ინსტიტუტის თანამშრომლები – ბერდი ხომასურიძე, ნიზამ გასამოვი, სადაგეტ ვალიევა აზერბაიჯანის მოქალაქეებს, საქართველოში ჩამოუსვლელად, ყალბი უმაღლესი განათლების დიპლომებს უმზადებდნენ.

თითოეულ დიპლომში 3 000 აშშ დოლარს ახდევინებდნენ.

გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ დაკავებულები ყალბ დიპლომებს საქართველოს მოქალაქეებსაც უმზადებდნენ.

შსს-მ ერთ-ერთი გარიგების ამსახველი ვიდეო მასალაც გაავრცელა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *