სენატორი ჯინ შაჰინი ეხმაურება აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.
„მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ დაასანქცირა საქართველოს ოთხი მოქალაქე, ვინც პასუხისმგებელია დეზინფორმაციის გავრცელებასა და ძალადობაზე სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. [ასევე მივესალმები] სავიზო შეზღუდვებს 60 პირის წინააღმდეგ. აშშ ყოველთვის დაუჭერს მხარს ქართველი ხალხის სწრაფვას ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ“, – წერს იგი.
დღეს ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ფინანსური სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს (იგივე „ხარება“), ასევე, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს და პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლებს, ზურა მახარაძეს და კონსტანტინე მორგოშიას. ასევე, უნდა დაწესდეს სავიზო სანქციები 60 პირის წინააღმდეგ.
- აშშ სავიზო სანქციებს უწესებს 60 ადამიანს საქართველოში
- აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა „ხარებას”, მახარაძეს და მორგოშიას