„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ეხმიანება აშშ-ის მიერ ახალი სანქციების შემოღებას. იგი მიიჩნევს, რომ ეს არის „გაფრთხილება პირადად ივანიშვილის მიმართ“.
- აშშ სავიზო სანქციებს უწესებს 60 ადამიანს საქართველოში
- აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა „ხარებას”, მახარაძეს და მორგოშიას
ბოკუჩავას თქმით, ფინანსური სანქციების დაწესება არის ყველაზე მძიმე შედეგი, რაც ივანიშვილს შეიძლება დაუდგეს.
„ეს არის მკაფიო გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პირადად ივანიშვილის მიმართ, რომ თავისუფლებისმოყვარე, ევროპული მისწრაფებების მქონე ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა ისჯება საქართველოს მეგობრების მხრიდან და ისჯება მკაცრად, მათ შორის ფინანსური აქტივების გაყინვით“, – ვკითხულობთ ბოკუჩავას განცხადებაში.