საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში გამართული ოლიმპიადისა და პარალიმპიადის პრიზიორები დააჯილდოვა.
ცერემონია დღეს, 13 სექტემბერს გაიმართა. პრეზიდენტმა სპორტსმენები სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოთი დააჯილდოვა.
ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჯილდოებთან და მედლებთან ერთად მათ მიიღეს „ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, ბევრად მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს – ხალხის სიყვარული“. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სპორტსმენები შეძლებენ დააფასონ, გაუფრთხილდნენ და შეინარჩუნონ ეს სიყვარული.
დაჯილდოებაზე არ მივიდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.