ახალი ამბები

ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

12 სექტემბერი, 2024 •
ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისში, ლილოს დასახლებაში ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა დაკავებულს გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამქართლომ პროკურატურის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 28 თებერვალს თბილისში, სოფ. წინუბანში, ბრალდებულმა მეგობარი ქალი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, — ნათქამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი