ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მდებარე 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან მუშაო გადმოვარდა და გარდაიცვალა.
რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა.
როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.