თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. კაცი 40 წლამდე ასაკის იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.