ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში სარემონტო სამუშაოებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა კერძო შენობაში კედლის ჩამონგრევას მოჰყვა.
როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.