ახალი ამბები

აშშ-მა პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი დაასანქცირა

4 სექტემბერი, 2024 •
აშშ-მა პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი დაასანქცირა

აშშ-მ დაასანქცირა რუსი პროპაგანდისტი და რუსული პროპაგანდისტული მედიები „რია ნოვოსტი“, „RT“, „ტვ-ნოვოსტი“, „Rutply“ და „სპუტნიკი“. მიზეზი, ოფიციალური განცხადების თანახმად, „მოსკოვის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობებია“. ამის შესახებ „მედუზა“ წერს.

ფიზიკურ პირებს სანქციის სახით სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ. სიმონიანის გარდა სანქცირებულნი არიან მისი ჰოლდინგის ტოპ-მენეჯერები.

გარდა ამისა, ვაშინგტონი ათმილიონიან ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის, რომელიც ამერიკულ არჩევნებში უცხოურ ჩარევას ეხება.

თავად სიმონიანმა ამ გადაწყვეტილებაზე მცირე კომენტარი გააკეთა: „გაიღვიძეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი