ახალი ამბები

რომი-ქუთაისის რეისზე ქალი გარდაიცვალა

1 სექტემბერი, 2024 •
რომი-ქუთაისის რეისზე ქალი გარდაიცვალა

Wizz air-ის ბორტზე რომი-ქუთაისის რეისზე ქალი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ქალი ფრენის დროს შეუძლოდ გახდა, მას პირველადი დახმარება გაეწია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის გამო რომიდან ქუთაისისკენ მომავალი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ბულგარეთის ქალაქ ვარნაში და ქუთაისის აეროპორტში დაგვაინებით ჩამოფრინდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი