30 აგვისტო რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს.

„უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ გამოყენებული იყო მოდიფიცირებული მართვადი ავიაბომბები „უმპბ დ-30“.

ბომბი მრავალსართულიან სახლს მოხვდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ბოლო ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი. დაშავებულია 47 ადამიანი.

გარდა ამისა, სახლის ზედა სართულებზე კვლავ შეიძლება იყვნენ ადამიანები.