“არმენპრესის” ინფორმაციით, სომხეთისა და აზერბაიჯანის კომისიებმა საზღვრის დელიმიტაციის საკითხში, დაასრულეს მუშაობა ერთობლივი საქმიანობის შესახებ შეთანხმებაზე.
“2024 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი მე-8 სხდომის პროტოკოლის შესაბამისად, სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და საზღვრის უსაფრთხოების კომისიისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის შეხვედრის შემდეგ, კომისიებმა დაასრულეს ერთობლივი საქმიანობის შესახებ დებულებაზე მუშაობა.
შესაბამისად, 2024 წლის 30 აგვისტოს, ხელი მოეწერა დებულებას კომისიების ერთობლივი საქმიანობის შესახებ. ამჟამად კი სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებმა დაიწყეს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება”, – ნათქვამია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეტყობინებაში.
23 აპრილიდან ერევანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, რისი მიზეზიც მთიანი ყარაბაღის დათმობა და აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციაა.
პროტესტის სათავეშია სასულიერო პირი, ტავუშის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტიანი და მხარს უჭერს სომხური ოპოზიცია. ბაგრატ გალსტანიანი და მისი მომხრეები ერევანში ტავუშიდან 5-დღიანი მარშის შემდეგ ჩავიდნენ.
9 მაისს მასშტაბური აქცია გაიმართა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ბაგრატ გალსტანიანმა მომიტინგეებს გაფიცვისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.