დღეს, 26 აგვისტოს, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის მასიური საჰაერო თავდასხმისას, უკრაინის თავდაცვის ძალებმა და საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 127 რაკეტა, მათ შორის „კინჟალები“ და „ისკანდერები”, ასევე, 109 დრონი.
როგორც „უკრაინსკა პრავდა“ წერს, ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, მიკოლა ოლეშუკმა განაცხადა.
ოლეშუკის ცნობით, მათ შორის განადგურებულია:
- 3 აერობალისტიკური რკეტა Х-47М2 „კინჟალი“;
- 6 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-M“;
- 77 ფრთოსანი რაკეტა X-101;
- 28 ფრთოსანი რაკეტა X-22;
- 109 დრონი „შაჰედი-131/136“.








