ახალი ამბები

კლიმატის ცვლილების საერთაშორისო კვირეული საქართველოში

18 ოქტომბერი, 2010 • • 1263
კლიმატის ცვლილების საერთაშორისო კვირეული საქართველოში

კლიმატის ცვლილების საერთაშორისო კვირეულს საქართველოც უერთდება. ,,ვიმგზავროთ გონივრულად, ვიცხოვროთ უკეთესად’’, – კვირეულის ლოზუნგია.

17 ოქტომბერს კვირეულის გახსნაზე ველოსიპედისტებმა, სკეიტბორდისტებმა და ფეხით მოსიარულეებმა მსვლელობა ვაკის პარკიდან დაიწყეს და საქართველოს პარლამენტის წინ დაასრულეს, სადაც ღონისძიების ოფიციალური გახსნა გაიმართა. 

მსვლელობაში ველოსიპედებით მონაწილეობა ქალაქის მერმა გიგი უგულავამ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემაც მიიღეს.

კლიმატის ცვლილების საერთაშორისო კვირეული, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. საქართველოს საერთაშორისო ღონისძიებას უკვე მეორედ უერთდება.

კვირეული ,,მწვანეთა მოძრაობის’’ ორგანიზებითა და ევროგაერთიანების მხარდაჭერით ტარდება.

კვირეულის ოფიციალურ გახსნას ევროგაერთიანების წარმომადგენელი პელ ეკმუნდიც დაესწრო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი