ახალი ამბები

პატიმრები, რომლებმაც რუსეთში, ციხეში მძევლები აიყვანეს, სპეცრაზმმა მოკლა

23 აგვისტო, 2024 •
პატიმრები, რომლებმაც რუსეთში, ციხეში მძევლები აიყვანეს, სპეცრაზმმა მოკლა

რუსეთში, კოლონია იკ-19-ში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ოთხი ადამიანი თავისუფალია, იტყობინება „მედუზა“ რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით.

რუსეთის ეროვნული გვარდიის, – „როსგვარდიის“, – განცხადებით, სპეცრაზმმა მოკლა ოთხივე პატიმარი, ვისაც მძევლები ჰყავდა აყვანილი.

„როსგვარდიის სპეცდანაყოფების სნაიპირებმა ოთხი ზუსტი გასროლით მოახდინე იმ ოთხი პატიმრის ნეიტრალიზაცია, ვინც კოლონიის თანამშრომლები მძევლად აიყვანა. მძევლები თავისუფლები არიან“, –ამბობენ უწყებაში.

გარდა ამისა, ოფიციალური ცნობებითვე, პატიმრებმა მოკლეს ციხის ადმინისტრაციის სამი თანამშრომელი. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ „დაშავდა“ სამი მსჯავრდებული.

სავარაუდოდ, მოკლული პატიმრები ტერორისტულ ორგანიზაციასთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყვნენ დაკავშირებულნი.

ეს არ არის რუსეთში პატიმრების მიერ ციხის თანამშრომლების მძევლად აყვანის პირველი შემთხვევა. რამდენიმე კვირის წინ მსგავსი ფაქტი მოხდა როსტოვშიც. მაშინ ციხე სპეცრაზმელებმა შტურმით აიღეს, მძევლები გაათავისუფლეს, პატიმრები კი მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი