რუსეთში, ქალაქ როსტოვის ციხეში პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს. საპასუხოდ, რუსმა სპეცრაზმელებმა შენობა შტურმით აიღეს, მძევლები გაათავისუფლეს, პატიმრები კი მოკლეს.
Reuters-ის ინფორმაციით, მოკლულია 6 პირი, რომლებმაც, მინიმუმ 2 ბადრაგი აიყვანეს მძევლად. ისინი დანით და სხვა ტიპის ცივი იარაღებით იყვნენ შეიარაღებულები. პატიმრებმა გაკეტეს საკნის გისოსები და ბადრაგების ოთახში შევიდნენ. ცნობილია, რომ ისინი ციხიდან უსაფრთხოდ გასვლას მოითხოვდნენ, თუმცა “სპეციალური ოპერაციის” შედეგად ისინი ციხეშივე მოკლეს.
გამოცემის ინფორმაციით, ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან და ისინი ტერორიზმში იყვნენ ბრალდებულები.