ახალი ამბები

კობახიძე ჯინ შაჰინსა და მაიკ ტერნერს შეხვდა

10 აგვისტო, 2024 •
კობახიძე ჯინ შაჰინსა და მაიკ ტერნერს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ ამერიკელ სენატორს, ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაკ ტერნერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საუბარ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პერსპექტივებს შეეხებოდა.

“საინტერესო შეხვედრა მქონდა  აშშ-ის სენატორ ჯინ  შაჰინთან და  კონგრესმენ მაიკ ტერნერთან, სადაც  საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები განვიხილეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა  ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა  გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები და ხელი შევუწყოთ მეტ განვითარებას, კეთილდღეობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ”, – წერს კობახიძე.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

დემოკრატი სენატორისა და რესპუბლიკელი კონგრესმენის ვიზიტი საქართველოში გუშინ, 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. მასთან შეხვედრის შემდეგ, ჯინ შაჰინმა განცხადება გაავრცელა, სადაც ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა“საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ურყევი ერთგულების გამო”.

მთავრობის ადმინისტრაციაში მისვლამდე სენატორი და კონგრესმენი შეხვდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც. შეხვედრის შემდეგ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ საუბარი შეეხო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და იმ გამოწვევებს, რომელსაც “ქართული ოცნების” მიერ დაკანონებულ რუსულ კანონს ქნის ქვეყანაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი