ახალი ამბები

“226+1” – თბილისში ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს [storify]

21 ნოემბერი, 2015 • • 1330
“226+1” – თბილისში ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს [storify]

ვაკის პარკში სანთლებისა და ყვავილების თანხლებით “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ორგანიზებულ აქცია-პერფორმანსზე იმ ადამიანების ისტორიები წაიკითხეს, რომლებიც ტრანსფობიის მსხვერპლები გახდნენ გასულ, 2014 წელს.

 

2014 წელს ტრასნგედერი ევროპის მონაცემებით 226 ტრანსგენდერი ადამიანი მოკლეს მსოფლიოში, ხოლო საქართველოში- ერთი, საბი ბერიანი. ასე ხსნის აქციის სახელწოდებას “226+1” მისი ოგანიზატორი, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” წევრი მაგდა კალანდაძე.

 

მაგდა კალანდაძის თქმით, ტრანსფობიის ნიადაგზე ჩადენილი 227 მკვლელობა მხოლოდ აღრიცხული დანაშაულია და ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ მაჩვენებლით შეოიფარგლება ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა:

 

“ტრანსგენდერი ევროპის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველობს ბრაზილია. ბრაზილიაში მკვლელობებეის 65% არის მომხდარი, მას მოსდევს ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნები.  ის, რომ ტრანსფობიაზე ვლაპარაკობთ და რაც შეიძლება მეტს, უკეთესია”, – ამბობს მაგდა.

 

ტრანსფობიაზე საუბარი საჭიროა, რადგან სასამართლოს განაჩენი, რომელიც გამოიტანა მოსამართლემ საბი ბერიანის მკვლელის მიმართ, დღესდღეობით იმას ადასტურებს, რომ სასამართლო არ არის მგრძნობიარე.

 

ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 2015 წლის 20 ნოემბერი
ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 2015 წლის 20 ნოემბერი



მასალების გადაბეჭდვის წესი