ახალი ამბები

ანონსი – 20 ნოემბერი

19 ნოემბერი, 2015 • 1943
ანონსი  – 20 ნოემბერი

10:00 სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გაიმართება (ვარდების მოედანი N1, დარბაზი N1) – ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის ღონისძიება ენერგეტიკული კომპანიების (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, თელასი, ენერგო პრო-ჯორჯია, კახეთის ენერგო დისტრიბუცია) ერთობლივ ანგარიშზე.  ღონისძიებას დაესწრებიან: ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, არასამთავრობო ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები და სტუდენტები. საკონტაქტო პირი – მანანა სტურუა 599504141


10:00 სემინარი გაუმჯობესებული რეგულირების ზემოქმედების/გავლენების შეფასებისა და კანონმდებლობის მონიტორინგის ცალკეული ასპექტების შესახებ. პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი. პარლამენტის შენობა. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი. 


10:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის შეხვედრა ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იუე ბინთან. თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის სათათბირო ოთახი

 

10:30  სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, (რუსთაველის გამზ. N 13); – გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას პარლამენტის ვიცესპიკერი, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა გახსნიან.

 

10:30 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი გია ჟორჟოლიანი მოხსენებით გამოვა სამეცნიერო კონფერენციაზე – “სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ამოცანები საქართველოში. თბილისი, რუსთაველის გამზირი N52, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საკონფერენციო დარბაზი (მე -5 სართული). 

 

10:30 დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „რატომ არის მიუღებელი პენსიების დიდი რაოდენობით ზრდა საქართველოში და რა რეალური საფრთხე ელის ქვეყანას უახლოეს 5 წელიწადში“ – ერის დაბერების დინამიკა და კვლევები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

 

10:30 “პირველ პრესკლუბში” სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბოლონიის პროცესის ხელშეწყობისა და ევროინტეგრაციის სამმართველოს უფროსი ნინო კოპალეიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის აფილირებული სტატუსი მოიპოვა; წევრობის მნიშვნელობა ქვეყნისთვის. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

11:00 საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” წევრი თემურ გრიგალაშვილი საკრებულოში ბრიფიბგს გამართავს. თემაზე: კორუფციული სქემები თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში. მის: თავისუფლების მოედანი 2

 

11:00  საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ მე-3 პავილიონში (მისამართი: წერეთლის გამზირი №118) სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია სახელმწიფო პროგრამის – „საქართველოს მთვარობა ღია მმართველობისთვის“ – ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამწლიანი მუშაობის ანგარიშს წარადგენს. სამწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციას დასწრებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

 

11:00 თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, გენერალი კობა კობალაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ისლამისტების მიერ განხორციელებული ტერაქტები, საფრთხეები საქართველოში და უსაფრთხოების ზომები; თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი; პრემიები და დანამატები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

 

11.00 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართება ერთობლივი ბრიფინგი. თემა: „ბერი ანდრიას ფონდისთვის“ მიწის ნაკვეთის გადაცემა. მისამართი: თბილისი, ჭანტურიას 12, მე-10 სართული

 

11:15 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა სან-მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრთან, პასკუალე ვალენტინისთან.  თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დრაბაზი.

 

11:30  “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია  ბრიფინგს ჩაატარებს. თემა: “ახალი მემარჯვენეების” ახალი ინიციატივა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მისამართი: ირაკლი აბაშიძის 16, (კაფე ‘კანაპესთან”) “ახალი მემარჯვენეების” ოფისი. საკონტაქტო ნომერი: 599 55 29 49  “ახალი მემარჯვენეების” პრესცენტრი.

 

11:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ქალთა მოძრაობის წევრები: ბაია პატარაია, ანა აბაშიძე და თეო ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა:ქალთა მოძრაობის მიერ კამპანია ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ. მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი ნაადრევი ქორწინებების რიცხვი შემცირებასთან დაკავშირებით.

 

11:45 სასტუმრო „კოსტეში“ (ყოფილი ვარაზი, კოსტავას 45ა) გაიმართება არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ეუთოს წევრი ქვეყნების საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან. შეხვედრაზე ასევე მოწვეული არიან წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიები დიპლომატიურ მისიებს გააცნობენ წინადადებებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, აგრეთვე ოპოზიციური პარტიების პოზიციას სხვა მწვავე საკითხებთან დაკავშირებით. საკონტაქტო პირი: ბაციაშვილი მარი, 558 12 34 12

 

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამართლიანობა 2013”-ის დამფუძნებელი, ნინო ყუშიტაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.  თემა: უკანონოდ აღძრული სისხლის სამართლის საქმე

 

12:00 თბილისის მერი დავით ნარმანია „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარედ არქეოლოგიურ კვლევებს დაათვალიერებს. მისამართი: გრ.რობაქიძის გამზირის მიქელაძისა და ახმეტელის ქუჩების გადაკვეთასთან. (დავით აღმაშენებლის ხეივნის გასწვრივ, სოფელი დიღმისკენ მიმავალი გზა). საკონტაქტო პირი: რიტა ყაველაშვილი 577 73 31 82

 

12:30 ბერნარ კუშნერი, დავით სერგეენკო და გლობალური ალიანსის პრეზიდენტი ჟან ელი მალკინი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდებიან. მის: სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი. 

 

13:00  ბათუმის “ჩართულობის ცენტრში” პენსიონრებს შეხვდება ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. საუბრის თემა ნაციონალური მოძრაობის ახალი პეტიცია “პრემია თუ პენსია”. 

 

13:00 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი გია ჟორჟოლიანი და ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე გიორგი თოფაძე მონაწილეობას მიიღებენ სამეცნიერო კონფერენციის – “სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ამოცანები საქართველოში” ფარგლებში გამართულ  პრესკონფერენციაში.  თბილისი, რუსთაველის გამზირი N52, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, სხდომათა დარბაზი (მე -3 სართული) 

 

13:00 სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სახალხო დამცველი გამართავს მრგვალ მაგიდას თემაზე; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების, „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, იმპლემენტაცია საერთო სასამართლოების პრაქტიკაში. შეხვედრას დაესწრებიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეები; ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე.

 

13:00 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. პარლამენტის შენობა,  თბილისი,  კომიტეტის სათათბირო ოთახი N221. 

 

13:30 პარტია „მემარცხენე ალიანსის ოფისში, პარტიის ერთერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ ბენიძე ბრიფინგს გამართავს დედაქალაქის გაუმართავი ბიუჯეტის ხარვეზების თაობაზე.  მის.: ი. ხვიჩიას 17

 

14:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა. მის: თავისუფლების მოედანი 2.

 

14:00 ლენტეხში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოცდამეშვიდე საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის. 

 

14:00 სამეცნიერო კონფერენცია – “სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ამოცანები საქართველოში”.  თემა: “სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის და ქვეყნის სექტორული ეკონომიკის განვითარების პრობლემები”.  თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი, A კორპუსი

 

14:00  პარტია ”რეფორმატორების” თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი საგანგებობრიფინგს გამართავს. თემა: დაურეგულირებელი სააფთიაქო ნარკომანია და რეფორმატორების ახალი საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს. ბრიფინგზე წარმოდგენილი იქნება სკანდალური ფარული ჩანაწერები. მის: ”რეფორმატორების” ცენტრალური ოფისი, შალვა დადიანის ქ. 4 (თავისუფლების მოედანი), სართული 3. ტელ: 5 (99) 200 334.

 

14:00 სასტუმრო თბილისი მარიოტის საკონფერენციო დარბაზში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია მართავს შეხვედრას თემაზე: ქალთა უფლებების გაძლიერების პრინციპები -გენდერული  თანასწორობა  და ბიზნესი: საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლებისთანამშრომლობა. ღონისძიებაზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით: გიორგი კოპალეიშვილი, 595 29 89 89, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირქტორი

 

14:30  პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით სასტუმრო „თბილისი მერიოტში’’ (დარბაზი – სანადიმო „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი” თბილისის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ღონისძიებას გამართავს. თემა: ოჯახში ძალადობა, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება თვითმმართველ ორგანოებში და ამ კუთხით კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები.

 

15:30 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. მის: თავისუფლების მოედანი 2.

 

16:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. მის: თავისუფლების მოედანი 2

 

16:30 გლობალ ალიანსისა“ და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი საბჭოს სხდომა გაიმართება. შეხვედრას გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარდ კუშნერი დაესწრება. მის: წერეთლის 144 – ჯანდაცვის სამინისტრო

 

17:30  საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და გამომცემლობა აგორა გიწვევთ ფრანგი ავტორის, როლან ბარტის ნაშრომის ’’მითოლოგიები’’ ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე (მთარგმნელი მარინა ბალავაძე).  მისამართი: ფრანგული მედიათეკა, გუდიაშვილის ქუჩა 7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი.

 

18:00 კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პიანისტ ვალერიან შიუკაშვილსა და ტენერიფეს საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულ ახალგაზრდებს უმასპინძლებს და ესპანეთის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებას პირადად მიულოცავს.

 

19:00 ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ– მინისტრი და ნილს სკოტი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ხელს მოაწერენ 2016-2020 წწ. გაეროს საქართველოს თანთანამშრომლობის გეგმას მდგრადი განვითარებისთვის (ჩარჩო დოკუმენტი). მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (რუსთაველის გამზ. 6, თბილისი), ცენტრალური შესასვლელი.

 

19:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. თბილისი, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (მისამართი: რუსთაველის გამზირი N6)


საგამოძიებო სამსახური: 10,5 ათასი ლარის ოქრო საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ

მასალების გადაბეჭდვის წესი