საგამოძიებო სამსახური: 10,5 ათასი ლარის ოქრო საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურის ცნობით, თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად 10 549 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის, “სადახლოს” გავლით, საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა დიდი ოდენობის ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები,”– ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

 

საგამოძიებო სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, უკანონოდ გადმოტანილი ოქრო 271 გრამს შეადგენდა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.

ფოტო – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფოტო – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი მაჭავარიანი