ახალი ამბები

მაკა ჩიჩუას პატრონაჟით ორსულობის პათოფიზიოლოგიის საერთაშორისო კონგრესი გაიმართება

19 ნოემბერი, 2015 • • 2331
მაკა ჩიჩუას პატრონაჟით ორსულობის პათოფიზიოლოგიის საერთაშორისო კონგრესი გაიმართება

კონგრესი დღეს, 19 ნოემბერს, 20:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება, კონგრესს საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გახსნის და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კონგრესის მიზანია ხელი შეუწყოს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სრულყოფას, მუცლად ყოფნის პერიოდიდან ბავშვის შესაძლო დაავადებების ეფექტურ პროგნოზირებას და პრევენციას.

 

კონგრესში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და ასოციაციების 40-მდე წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში, რომლებიც ორსულთა და მათ მომავალ ბავშვთა დაავადებების შესწავლისა და მკურნალობის დარგში მოღვაწოებენ. კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია ასევე იან დონალდის სახელობის საერთაშორისო საუნივერსიტეტო სკოლის სპეციალური კურსები ულტრასონოგრაფიაში.

 

კონგრესი გაიმართება 19-21 ნოემბერს და მასში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით მედიკოსები მიიღებენ.

 

ორსულთა პათოფიზიოლოგიის 47-ე საერთაშორისო კონგრესის ორგანიზატორები საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, საქართველოს ნაყოფის მედიცინის ფონდი და საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია არიან.

მაკა ჩიჩუა
მაკა ჩიჩუა

მასალების გადაბეჭდვის წესი