პარიზის ოლიმპიურ თამაშების ვერცლხლის მედალოსნის, ტატო გრიგალაშვილის განცხადებით, ძალიან საწყენია, რომ საოცნებო მიზნამდე 1 ნაბიჯი დააკლდა.
ამის შესახებ მან პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ვგეგმავდით და მეც და ჩემი გუნდიც მზად ვიყავით ოქროსთვის და ოქროსთვის უნდა გვებრძოლა. ასეც ვქენით, თუმცა 1 ნაბიჯი დაგვაკლდა საოცნებო მიზნამდე და ძალიან საწყენია. უბრალოდ, რთულია კონკრეტულ მომენტში, როცა იქ ხარ, სადაც შენი მიზანია და ისე რჩები.
ბევრისთვის აქ მოხვედრა არის საოცნებო და მე ფინალი ვიჭიდავე, მაგრამ მაინც აკლია [მედალს] ფერი“, – განუცხადა მედიას ტატო გრიგალაშვილმა.
დღეს, 30 ივლისს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედალი მოიპავა.
ტატო გრიგალაშვილი ფინალში ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულ იაპონელ ტაკანორი ნაგასეს დაუპირისპირდა, შეხვედრა დათმო, ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოუტანა.