ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. 24 წლის სპორტსმენისთვის ეს მეორე ოლიმპიური ოქროა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის შემდეგ.
ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა 23 წლის იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა.
„ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, ეს ისტორიული მედალი თქვენია“, — მიმართა ბექაურმა ქართველ ხალხს პარიზიდან.
ნახევარფინალში ბექაურმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველს, ტრისტან მოსახლიშვილს გაფრთხილებებით მოუგო.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ეს საქართველოსთვის მეორე მედალია. 81 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.