ახალი ამბები

ოლიმპიადის პრიზიორები გამარჯვებისა და ღირსების ორდენებზე წარადგინეს 

12 აგვისტო, 2024 •
ოლიმპიადის პრიზიორები გამარჯვებისა და ღირსების ორდენებზე წარადგინეს 

2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ქართველი პრიზიორები ღირსებისა და გამარჯვების ორდენებზე არიან წარდგენილი. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიიღეს.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდებიან ოლიმპიური ჩემპიონები – ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე.

ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან ვიცე-ჩემპიონები – ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე და გივი მაჭარაშვილი, ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ლაშა გურული.

გარდა ამისა, ოლიმპიადის პრიზიორები სახელმწიფოსგან ფულად ჯილდოსაც მიიღებენ: ოლიმპიური ჩემპიონები- მილიონ ლარს, ვიცე-ჩემპიონები – ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები  კი- 250 ათას ლარს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა წელს გუნდურ ჩათვლაში ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი დაიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი