ახალი ამბები

ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან €1.5 მილიარდი გადაურიცხა

26 ივლისი, 2024 •
ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან €1.5 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 1.5 მილიარდი ევრო გადაურიცხა თავდაცვისა და აღდგენისთვის.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი წერს, ევროკავშირი უკრაინის გვერდითაა:

„დღეს ჩვენ გადავურიცხეთ უკრაინას 1.5 მილიარდი ევრო გაყინული რუსული აქტივებიდან თავდაცვისა და რეკონსტრუქციის მიზნით. არ არსებობს უკეთესი სიმბოლო ან უკეთესი გამოყენება კრემლის ფულის, ვიდრე ევროპისა და უკრაინის უსაფრთხო ადგილად ქცევა საცხოვრებლად“ ,— დაწერა ფონ დერ ლაიენმა

მასალების გადაბეჭდვის წესი