ახალი ამბები

ISIS პარიზში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობას იღებს

14 ნოემბერი, 2015 • 1253
ISIS პარიზში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობას იღებს

ბიბისის ცნობით, განცხადებაში, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, ჯიჰადისტურმა ჯგუფმა განაცხადა, რომ თავდასხმა განხორციელდა, რათა შეახსენოს საფრანგეთს, რომ ის “მთავარი სამიზნეა”.

 

ჯგუფი იუწყება, რომ მათ შეისწავლეს სამიზნე ადგილები და თავდასხმისთვის გამოიყენეს “რვა ძმა” თვითმკვლელი ჯიჰადისტები, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ დანაღმული ქამრებით. 

 

ისლამური სახლემწიფოს განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა პასუხია მუჰამედის შურაცხყოფასა და საფრანგეთის მიერ განხორციელებულ დაბომბვებზე სირიაში.

 

ისლამური სახელმწიფოს მიერ პარიზში ტერაქტების მოწყობის შესახებ აღიარების განცხადება გავრცელდა ფრანგულ და არაბულ ენებზე, ასევე აუდიოფორმატით  IS -ის მიერ შექმნილ არხებზე, ამბობს ბიბისის ექსპერტი ჯიჰადის საკითებში.

 

ისლამური სახლემწიფოს განცხადების გავრცელებამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა  13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერაქტებში ბრალი ისლამურ სახელმწიფოს დადო და განაცხადა, რომ თავდამსხმელთა მობილიზაცია, კოორდინირება და დახმარება საფრანგეთის შიგნითვე მოხდა გარე ძალების მიერ.  საფრანგეთის პრეზიდენტმა ტერაქტებს “საომარი მოქმედება” უწოდება და დასძინა, რომ ამჟამად “დაჭრილი საფრანგეთი კვლავ აღდგება”.

 

13 ნოემბერს ღამით პარიზში, ექვს სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შედეგად, ბოლო მონაცემებით,  128 დაიღუპა და  99 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. თუმცა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ბრძანებით, საფრანგეთის სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა.

ევაკუაცია საკონცერტო დარბაზიდან. ფოტო: EPA/YOAN VALAT
ევაკუაცია საკონცერტო დარბაზიდან. ფოტო: EPA/YOAN VALAT

მასალების გადაბეჭდვის წესი