ქვის პურის ქარხანაში, რომელიც ქსნის დაწესებულებაში გაიხსნა, 30 მსჯავრდებული დასაქმდება.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დასაქმებული მსჯავრდებულების ხელფასი 200-დან 300 ლარამდე იქნება.
ქარხანაში დღე-ღამეში 2 ტონა პური გამოცხვება, რითიც მთლიანად მომარაგდება ქსნისა და და მის მახლობლად მდებარე სამკურნალო დაწესებულებები.
ქსნის დაწესებულებაში პირველი ოურის საწარმოს გახსნას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იოურიდიულ საკითხთა მინისტრი ხათჲნა კალახელიძეც დაესწრო.